გიორგი გახარია - C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის

2019 წელს C ჰეპატიტის სკრინინგი 774 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. აქედან ელიმინაციის პროგრამით დღეს სარგებლობს 9 770 ადამიანი და დღეს მთავრობამ უკვე საბოლოოდ გადადგა ის ნაბიჯი, რომ C ჰეპატიტის სრული პროგრამა, დიაგნოსტიკიდან დაწყებული, მკურნალობა და შემდგომ უკვე ზედამხედველობა სრულად უფასოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვაში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

„მოგეხსენებათ, უფასო სამედიცინო მედიკამენტების პროგრამამ გარკვეული კითხვის ნიშნები და ზოგ შემთხვევაში, გაღიზიანებაც გამოიწვია. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი, როდესაც ქრონიკულ დაავადებათა შემთხვევაში ამ მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტის ინტეგრირება მოახდინა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, ბევრად უფრო მდგრადია და ეს იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. მედიკამენტების პრობლემის შემდგომმა მოგვარებამაც უნდა შეამციროს ჯიბიდან გადახდის პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდია. ვთქვი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რა თქმა უნდა, არის ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სამედიცინო მომსახურეობები, რაც განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიის ქვეყნისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება