პრემიერის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი დევნილებისა და ეკომიგრანტების შესახებ, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად, ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ გამოვლილი დიდი ტრაგედია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სოფლად სახლის“ პროექტით, რომელიც გულისხმობს დევნილებისთვის სოფლად სახლის და შესაბამისი მიწის შესყიდვას, შესყიდულია 509 საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათთვის შესყიდულია 167 საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთები.

„დამატებით მოგახსენებთ, რომ ეკონომიკურ კრიზისზე საპასუხოდ, გამოვყავით 150 მილიონი ლარი, რათა სამშენებლო სექტორისგან სახელმწიფომ წინასწარ, ტენდერის საშუალებით დევნილებისთვის შეისყიდოს დამატებითი ბინები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო