გიორგი გახარია - STOPCOV ფონდის თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ - ამ ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა STOPCOV ფონდში აკუმულირებულ თანხას მეორე ტალღისთვის ინახავს. პრემიერმა პარლამეტნში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ ფონდის თანხა დეპუტატების რჩევების გათვალისწინებით დაიხარჯება.

„ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა. ჩვენ მზად ვართ, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ბატონებო, ამ ფონდის ფულს თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ. ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულირება რომ არ დაიწყოთ გეტყვით, როგორც გვირჩიეთ ისე გამოვიყენეთ-მეთქი,“-აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, STOPCOV ფონდში დაგროვილი თანხა 133.5 მილიონი ლარია.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია