სერგო რატიანი პრემიერს - თქვენ ხართ მატყუარა, ეს დაიმახსოვრეთ თქვენც და ამ უმრავლესობამაც

თქვენ ხართ მატყუარა, ეს დაიმახსოვრეთ თქვენც და ამ უმრავლესობამაც, - ასე მიმართა პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა, სერგო რატიანმა პრემიერ გიორგი გახარიას.

რატიანის თქმით, როცა პრემიერმა 20 ივნისის კონტექსტში მასზე და მის მეგობრებზე ისაუბრა, იცრუა და უმრავლესობის დეპუტატებმა ძალიან კარგად იციან, რას აკეთებდნენ ის და მისი მეგობრები 20 ივნისის ღამეს.

„ბატონო გიორგი, არ გავამახვილებდი ყურადღებას საკუთარ თავზე, მაგრამ რადგან თქვენ ჩემი და ჩემი მეგობრების გვარი ახსენეთ 20 ივნისთან დაკავშირებით, გეუბნებით თქვენ, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხართ მატყუარა, ამას გეუბნებით საქართველოს პარლამენტის წინაშე, თქვენი მთავრობის წინაშე და აი, ამ უმრავლესობის წინაშე და თქვენ ეს უმრავლესობა რომ ხართ, თქვენ კარგად იცით იმ დღეს რას ვაკეთებდი მე და რას აკეთებდნენ ჩემი მეგობრები, როდესაც პროვოკაცია მოაწყეთ იქ და გაიყვანეთ ხალხი გარეთ და როდესაც დაუპირისპირეთ ადამიანებს. ამიტომ გეუბნებით თქვენ, თქვენ ხართ მატყუარა, ეს დაიმახსოვრეთ თქვენც და ამ უმრავლესობამაც. მატყუარა პრემიერი”, - განაცხადა რატიანმა.

რატიანის ამ გამოსვლას მასსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო