ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული თენგო ბარბაქაძე ბრალს არ აღიარებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული თენგო ბარბაქაძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ის ამ წუთებში მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში საქმის მასალების გადაცემას ელოდება.

„ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას გულისხმობს. ბრალს არ ვაღიარებთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია. დოკუმენტები ჯერ არ გადმოუციათ, მცხეთაში ვართ და ველოდებით. სრული ინფორმაცია როგორც კი მექნება, აუცილებლად მოგაწოდებთ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე გიგა ტატიაშვილთან ერთად იყო, მის უფლებებს არ ვიცავ, მაგრამ ადამიანურად შემიძლია ვთქვა, რომ ის ბიჭი, არც დაბადების დღეზე მომხდარ ინციდენტში არ მონაწილეობდა და არც ხიდის ეზიპოდში. ტატიაშვილი და ბარბაქაძე აგარაკზე მომხდარ ძალადობას გამოექცნენ, თუმცა, იქ ორი მეგობარი დარჩა და დაურეკეს, ჩვენზე ძალადობენ და წაგვიყვანეო, თბილისიდან მცხეთაში მათ წასაყვანად დაბრუნდნენ. ხიდთან მათზე მოძალადები დაინახეს და მოხდა ის ეპიზოდი“, - აცხადებს ფოფხაძე.

მისივე განმარტებით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილში მსხდომთ გიორგი შაქარაშვილი არ უნახავთ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს