საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 15 მარტს გაიმართა, თუმცა კრონავირუსის ეპიდემიის გამო არჩევნების საბოლოოდ დასრულება ვერ მოხერხდა და მეორე ტურის ჩატარება გადაიდო.

საფრანგეთის ადგილობრივ აჩევნებში მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ.

წელს პირველად ხდება, რომ ერთი არჩევნების ორი ტური ამხელა შუალედით იმართება.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური საფრანგეთის მასშტაბით 4,827 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში იმართება, სადაც პირველ ტურში გადამწყვეტი შედეგი არ დადგა. არჩევნებში მონაწილეობა 16.5 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია.

არჩევნების პირველ ტურში მერობის ის კანდიდატი იმარჯვებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებს. თუკი ვერცერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, შემდეგ ტურში ის კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 10%-ზე მეტი მიიღეს. საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში მარტში გამართულ პირველ ტურშივე აირჩიეს მერები, რომლებმაც მანდატები უკვე მიიღეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს