პარიზის მერი ან იდალგო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიისთვის - „წინ რესპუბლიკა“ - წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოში, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ.

„მწვანეების“ მხარდაჭერით სარგებლობდა პარიზის მერი ან იდალგოც.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 40% შეადგინა. მოქალაქეები მერებსა და მუნიციპალური საბჭოს წევრებს 5000-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ირჩევდნენ. არჩევნების პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა, მეორე ტური კი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 28 ივლისამდე გადაიდო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა