გერმანულ-ქართული აგრარული საზოგადოება „აკერი“ განცხადებას ავრცელებს

28 ივნისს „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელდა ცილისმწამებლური სიუჟეტი გიორგი გახარიასა და მის ოჯახზე.

სამწუხაროდ ამ სიძულვილითა და ტყუილებით აღსავსე სიუჟეტში გამოყენებულია ჩვენი კუთვნილი ნუშის ბაღი და ამიტომ იძულებული ვართ გამოვეხმაუროთ ამ ამაზრზენ „პოსტს“.

ჩვენი კომპანია დაფუძნდა 2011 წელს გერმანული და ქართული კერძო ინვესტიციით, შეიძინა 400 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწა და ოპერირებს. 2019 წელს აგროკრედიტის ფარგლებში გააშენა ნუშის ბაღი 136 ჰექტარზე და მომავალშიც გეგმავს გაფართოებას. ჩვენ მივესალმებით სახელმწიფოს სხვადასხვა აგრო-პროექტებით ფერმერულ მეურნეობების ხელშეწყობას, ხოლო ბატონ კუპრავას მოვუწოდებთ პატივი სცეს კერძო საკუთრებას, ჩვენს სამშობლოში ბიზნეს ინვესტიციებს და შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს