„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.

„შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9. პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზნად სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შერჩევას ისახავს. სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. შესაბამისად, ახლა მეურვეების კვოტები ასე ნაწილდება: 1 უმრავლესობამ და 2 - უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა უნდა შეარჩიონ წარდგენილი კანდიდატებიდან. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები კი შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია წარუდგინა. პარლამენტი დღეს, 29 ივნისს, აპირებს, კენჭი უყაროს მეურვეების არჩევის საკითხს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, პარლამენტი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც პარლამენტი კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად იღებს. არსებულ ვითარებაში მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა,"- ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს