აშშ ირანის მიერ დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერის გამოცემას პროპაგანდად აფასებს

ირანის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კიდევ 35 პირის დაპატიმრების ორდერის გამოცემას ამერიკული მხარე პროპაგანდად აფასებს.

როგორც ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა, ამ საკითხს სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„ეს ჩვენ არ გვაკვირვებს. ეს იმ ტიპის პროპაგანდაა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად მივეჩვიეთ. ჩვენი შეფასებით, ინტერპოლი არ ერევა და არ გამოსცემს წითელი ცირკულარით ძებნას იმაზე, რაც ემყარება პოლიტიკურ ხასიათს და ეს არის პოლიტიკური ხასიათის, ამას საერთო არაფერი აქვს ეროვნულ უსაფრთხოებასთან, საერთაშორისო მშვიდობასთან ან სტაბილურობის ხელშეწყობასთან. ასე რომ, ამას ისე განვიხილავთ, როგორც არის - ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი, რომელსაც არავინ უყურებს სერიოზულად, ირანს კი სულელურად წარმოაჩენს“, - აღნიშნა ჰუკმა საუდის არაბეთში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანმა, იანვარში გენერალ ყასემ სულეიმანზე განხორციელებულ თავდასხმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიდევ 35 პირის დაპტიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა.

ინფორმაციას მედია ირანელი პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალყასიმერის თქმით, დაპატიმრების ორდერი „მკვლელობისა და ტერორისტული ქმედების ბრალდებებით“ გამოიცა.

მისივე თქმით, ირანმა ინტერპოლს სთხოვა, რომ „წითელი ცირკულარი“ აამოქმედოს ტრამპისა და „ისლამური სახელმწიფოს“ იმ პირების მიმართ, რომელთაც სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა ბრალდებათ. პროკურორის თქმით, სიაში მოხვდნენ ამერიკელი სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნებიც, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მისივე განმარტებით, ირანი გააგრძელებს ამ საკითხის ძიებას ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც.

შეგახსენებთ, 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სამხედროების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?