თსუ-ში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივ) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს. პროექტი "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა.

ახალი სტუდენტური სივრცე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, "საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერმა ალექსანდრე ჩიქობავამ დაათვალიერეს.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს წამოწყებული, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო. ერთ-ერთია მეათე კორპუსის ფოიე, სადაც სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა. დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს" მხარდაჭერისთვის. ბევრი კორპუსის მოწესრიგება გვაქვს დაწყებული, მათ შორის, არის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა," - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

"საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერის ალექსანდრე ჩიქობავას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და პროდუქტიულს გახდის.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მაღლივ კორპუსში სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე შევქმენით, სადაც სტუდენტები შეძლებენ მეცადინეობას, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს ადგილი სტუდენტებში ძალიან პოპულარული გახდება," - აღნიშნა ალექსანდრე ჩიქობავამ.

თსუ-ს მეათე კორპუსში გასული წლის დეკემბერში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ემსახურება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მიმდინარეობს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, 2023 წლისთვის ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებული იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა