ეკა ბესელია საარჩევნო კოდექსში ქალების კვოტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საარჩევნო კოდექსში ქალების კვოტის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც პროპორციულ სიაში, სამიდან ერთი განსხვავებული სქესის ვალდებულების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ბესელიამ პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს პროექტი სრულად არ ასახავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, მათ შორის, ეს ცვლილებები სამწუხაროდ, არ ეხება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს, რაც არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩევნების ჩატარების დროს. ამავე დროს, სარეკლამო დროის გადანაწილება არაკვალიფიციური ანუ ახალი პარტიებისთვის ისევ რჩება პრობლემად. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე ვაპირებ ალტერნატიული წინადადებით შესვლას, უკვე ეს წინადადება გავუგზავნე იურიდიულ კომიტეტს და განიხილება სესიაზეც, ეხება ქალთა მონაწილეობის საკითხს და მეტი ქალის შესაძლებლობას იყოს წარმოდგენილი საარჩევნო სიაში. მოცემულ პროექტში არის ოთხში ერთი განსხვავებული სქესი, რითაც დიდად არაფერი იცვლება, თუ ასე დარჩება, ისევ იქნება ქალების საკმაოდ დაბალი მონაწილეობა. ჩემი ვერსიაა, რომ მინიმუმ სამიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის, რაც თანასწორობის იდეასთან უფრო მეტად არის ახლოს. რა თქმა უნდა, არც ეს არის იდეალური, მაგრამ უფრო ახლოს არის, რადგან ეს 120 - კაციან სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იყოს მომავალ პარლამენტში და თუ მაჟორიტარები დაემატება, უფრო მეტად გაიზრდება," - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შედგება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა