რომან გოცირიძე უმრავლესობას - დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას

დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს. გოცირიძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან „რადიკალური ოპოზიციის“ ხსენებას გამოეხმაურა და კოლეგებს „ურჩია“, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ.

„კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. „რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ და გახსოვთ ალბათ რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტურ პარტია. ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად არ აქვთ წარმოდგენა ქართულ ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან“, - მიმართა გოცირიძემ დეპუტატებს.

მას სიტყვა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააწყვეტინა, რომელმაც გოცირიძეს ჰკითხა, რამდენჯერ აქვს ლენინის ძეგლთან ყვავილები მიტანილი, რასაც დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის გამო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა ორივე დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და გოცირიძეს მოუწოდა, კანონპროექტთან დაკავშირებით დაესვა კითხვა, რის შემდეგაც გოცირიძემ უმრავლესობას მიმართა: „დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა