ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში

საქართველოში ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სპეციალისტების თქმით, საწყის ეტაპზე ის უსიმპტომოდ ვითარდება. სწორედ ამიტომ, დროული და კვალიფიციური დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მკურნალობაში.

ძუძუს კიბოს ადრეულ ნიშნებზე, საგანგაშო სტატისტიკაზე, „ავერსის კლინიკაში“ არსებულ უახლესი თაობის მამოგრაფსა და მკურნალობის მეთოდებზე კლინიკის მამოლოგი თამილა როინიშვილი და რადიოლოგი თამარ ნინიკაშვილი გვესაუბრებიან.

რამდენად ხშირია ძუძუს კიბოს შემთხვევები საქართველოში?

თამილა როინიშვილი: საქართველოში ძუძუს კიბოს შემთხვევათა სიხშირე თითქმის უტოლდება ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში მისი გავრცელების რიცხვებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 44 შემთხვევა მოდის 10 ათას ქალბატონზე. ასევე შესამჩნევია ძუძუს კიბოს გავრცელების საშუალო ასაკის დაწევა ანუ გაახალგაზრდავება.

ძუძუს კიბოს გამოვლენის სიხშირემ 2018 წლის შემდეგ, ცოტათი იკლო, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სკრინინგული პროგრამების აქტიურ ინტეგრაციასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა ამით მაინც რთულია თქვა, რომ მთელი საქართველოს ჯანმრთელი პოპულაცია არის გამოკვლეული. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ძუძუს კიბოს გავრცელება, ევროპის ქვეყნებს უტოლდება, რაც თავისთავად, საგანგაშო მაჩვენებელია..

რომელი ასაკობრივი ჯგუფის ქალები არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ და რა უწყობს ხელს ძუძუს კიბოს განვითარებას?

თამილა როინიშვილი: ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 50 წელს გადაცილებული ქალბატონები, ვინაიდან ასაკი, წარმოადგენს ერთ-ერთ რისკ ფაქტორს ძუძუს კიბოს განვითარებისას. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში შეინიშნება უფრო დაბალ ასაკობრივ ზღვარში რაოდენობის მატებაც. რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს კიბოს განვითარებას და რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია: პირველ რიგში ეს არის სქესი - იყო ქალი ნიშნავს იმას, რომ უკვე მაღალი რისკის ქვეშ ხარ. შემდეგ უკვე ასაკი, რადგან წლების მატებასთნ ერთად, მატულობს ძუძუს კიბოს განვითარების შესაძლებლობაც. ასევე რისკ ფაქტორია გინეკოლოგიური ანამნეზი - ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, მკვრივი მკერდი, ვინაიდან ასეთი ქალაბატონები შედარებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან ძუძუს კიბოს განვითარებაში.

არსებობს ასევე რისკ ფაქტორები, რომელზეც ზეგავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ - ეს არის იგივე გინეკოლოგიური ანამნეზი, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმობა პირველი მშობიარობა, ორსულობა, ასევე ლაქტაცია.

რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და დროული მკურნალობა?

თამილა როინიშვილი: ზოგადად, როდესაც პაციენტი უკვე აღმოაჩენს გარკვეულ სიმპტომს, რომელიც ძირითადად გვევლინება: სიმაგრე ძუძუში, სიწითლე სარძევე ჯირკვალზე, ძუძუს ფორმის შეცვლა ან ხელის აწევის დროს, სარძევე ჯირკვლის დეფორმაცია - ეს უკვე არის ის ეტაპი დაავადების განვითარების, რომლის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რა თქმა უნდა გაგვაჩნია პრეტენზია მამოლოგებს, თუმცა მთავარი მომენტი არის ის, რომ ავთვისებიანი დაავადება აღმოვაჩინოთ ადრეულ ეტაპზე, რაც წარმოადგენს გარანტს სააბოლოო გამოჯანმრთელების. ადრეულად დასმული დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა, შესაძლებლობის მაღალ შანსებს იძლევა.

ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ რეგულარული გამოკვლევები. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ სიმპტომს! სქესობრივი მომწიფების შემდეგ, 18 წლიდან, სარძევე ჯირკვლების პირველი, საორიენტაციო გამოკვლევა უნდა მოხდეს, რომ ვიცნობდეთ ჩვენი ძუძუს სტრუქტურას, 25 წლიდან კი უფრო რეგულარული ხდება ეს ყველაფერი.

მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენებაავერსის“ კლინიკაში?

თამილა როინიშვილი : ავერსის კლინიკაში“ ძუძუს დაავადების დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენება სარჯევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა საკმაოდ ეფექტურად და წარმატებით.

არსებობს რენტგენ-მამოგრაფიული გამოკვლევაც, რომელიც ასევე არის საკმოდ ინფორმატიული კვლევა და წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ძუძუს ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში მისი სპეციფიურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე. შესაძლებელია ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც. ყველა ამ კვლევის მეთოდს აქვს თავისი ნიშა და ჩვენება, როდის რომელი ჯობს გამოვიყენოთ.

ახალგაზრდა ქალბატონების შემთხვევაში (25-30 წლამდე), უფრო მეტად ეფექტურია ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის შედეგი ან მაგნიტურ-რეზონანსული, ვიდრე მამოგრაფიული გამოკვლევა, თუმცა მამოგრაფიულ კვლევას გაცილებით ეფექტურს და ინფორმატიულს ხდის ახალგაზრდა გოგონებში ის ფუნქციები, რაც ჩვენს მამოგრაფს აქვს.

ვიზუალიზაციის ხარისხი, ასევე ტომოსინთეზის რეჟიმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო დეტალურად დავათვალიეროთ სარჯევე ჯირკვალი შრეობრივად, კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსად და მივიღოთ უფრო ზუსტი და ნათელი ინფორმაცია, რა ხდება სარძევე ჯირკვალში

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრევენცია და ადრეული მკურნალობა არის გამოსავალი?

თამილა როინიშვილი: დიახ, აუცილებლად. პრევენცია, რომელიც გულისხმობს რეგულარულ გამოკვლევებს. თანამდეროვე მამოლოგიის ამბიცია არის ის, რომ ძუძუს კიბო დავიჭიროთ საწყის ეტაპზე, მაქსიმალურად ახლოს კლინიკურ ფაზასთან, სანამ საგანგაშო ნიშნები წამოვა.

როგორ ხდებაავერსის“ კლინიკაში სარძევე ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტირება?

თამარ ნინიკაშვილი: „ავერსის“ კლინიკას აქვს უახლესი თაობის მამოგრაფი, ეს არის ჯენერალ ელექტრიკის ბოლო მამოგრაფი, სახელად “პრისტინა”, რომელიც მაღალი ხარისხის კვლევას სთავაზობს ჩვენს პაციენტებს. ეს აპარატი საშუალებას იძლევა ძალიან მაღალი ხარისხის მამოგრამები მივიღოთ და შესაბამისად, უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდეს ძუძუს კიბოს ან ძუძუს სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა. გარდა ამისა, მთლიანად აპარატი შექმნილია ისე, რომ ქალბატონმა თავი კომფორტულად იგრძნოს გამოკვლევისას. პაციენტი თავად ახორციელებს კომპრესიას გამოკვლევისას, უფრო მარტივ ენაზე რომ ავხსნა: სტანდარტული მამოგრაფიის დროს, ძუძუ თავსდება ორ დაფას შორის და ვაკეთებთ კომპრესიას, თუმცა ამ აპარატს აქვს პულტი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი თავად აკეთებს ამ კომპრესიას და აკონტროლებს კომპრესიის დონეს. შესაბამისად, კვლევის პროცესი სრულიად უმტკივნეულოა.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის ის ძირითადი და საჭირო ფუნქციები, რაც მხოლოდ „ავერსის კლინიკაში“ არსებულ ახალ მამოგრაფს გააჩნია ?

თამარ ნინიკაშვილი: ახალი მამოგრაფით ჩვენ ვიღებთ მაღალი ხარისხის მამოგრამებს, რაც ხელს უწყობს უკეთეს დიაგნოსტიკას (რაც შეიძლება მცირე ზომის დაზიენება დავინახოთ). გარდა ამისა, „ავერსის კლინიკაში“, ქალბატონებს შეუძლიათ გაიკეთონ მამოგრაფია ტომოსინთეზით, ე.წ. „3D მამოგრფია“, როდესაც ძუძუს დათვალიერება ხდება შრეობრივად. ამ დროს, სტანდარტული მამოგრაფიისგან განსხვავებით, თითქმის შეუძლებელია, რომ ძუძუს ქსოვილმა გადაფაროს რაიმე დაზიანება ან წარმონაქმნი. „3D მამოგრფიის“ გაკეთებისას, ეს პრობლემა მოხსნილია. ჩვენი აპარატი ზრდის მამოგრაფის დიაგნოსტიკურ ღირებულებას, მის ინფორმატიულობას. თამამად და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი აპარატი საქართველოში არცერთ სხვა კლინიკას არ გააჩნია.

რაც შეეხება კონტრასტულ მამოგრაფიას, რაში მდგომარეობს აღნიშნული კვლევის აუცილებლობა?

თამარ ნინიკაშვილი :კონტრასტული მამოგრაფიის დროს, კონტრასტის შეყვანის შემდეგ, ხდება სტანდარტული მამოგრაფიის გაკეთება ანუ ის უბნები ვიზუალიზდება მამოგრაფიაზე, რომელიც კონტრასტს ირთავს და კონტრასტი ამჟღავნებს ამ უბნებს უკეთესად,. ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ალტერნატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმავე მამოგრაფიული კვლევით ვიღებთ როგორც მამოგრაფიის დროს მიღებულ ინფორმაციას, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს მიღებულ ინფორმაციას. პრაქტიკულად, ერთი კვლევა მოიცავს ორ კვლევას და ორი კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. ეს კვლევაც მხოლოდ „ავერსის კლინიკაში“ კეთდება, მხოლოდ ჩვენს აპარატზე. ეს არის, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ინოვაციური კვლევის მეთოდი. უნდა დავამატო ისიც, რომ კვლევის ინფორმატიულობა ძალიან მაღალია, მგრძნობელობა და სპეციფიურობა კი თითქმის 100%-იანია.

პათოლოგიის განვითარების რომელ ეტაპზე არის შესაძლებელი ორგანოს შენარჩუნება?

თამარ ნინიკაშვილი: დაავადების დაფიქსირება რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება, უფრო მეტი შანსია, რომ მინიმალური ინვაზიური ჩარევა მოხდეს. ეს აპარატი გვაძლევს საშუალებას, რომ მცირედი დაზიანება აღმოვაჩინოთ, დავაფიქსიროთ და ქალს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, ამასთანავე დავზოგოთ მისი ფინანსები და ემოციური მდგომარეობა. ჩვენი აპარატი მთლიანად არის მორგებული ქალის ფორმებზე. იგი ისეთი მასალისგან არის შექმნილი, რომ მაგლითად დაფა არასდროს არ არის ცივი. ამასთან, აპარატისთვის არ აქვს მნიშვნელობა ძუძუს ზომას. ბევრს აქვს იმისი განცდა, რომ პატარა ან დიდი ზომის ძუძუს გადაღება ძნელია. აპარატი მთლიანად არის შექმნილი იმისთვის, რომ ყველანაირ პოზიაციაში, სიტუაციაში, მდგომარეობაში მოხდეს ძუძუს გამოკვლევა. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კვლევა ხდება შშმ პირებშიც და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან აპარატი მოძრაობს ისე, რომ ნებისმიერი სიმაღლის ქალბატონის გამოკვლევა ხდება ნებისმიერ პოზიციაში.

https://aversiclinic.ge/news/426/mamografia-uakhlesi-taobis-aparatit-aversis-klinikashi

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით