აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლითაც მას მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც მხოლოდ საჯარო ფინანსების კონტროლს მოიცავს.

„აღნიშნული ანგარიშვალდებულების საფუძვლები უკვე არსებობს კანონმდებლობაში და ამაზე პასუხისმგებელია კომუნიკაციების კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია. აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ საჯარო ფინანსებს,"-აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. კერძოდ: ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო