“საქპატენტის” სასწავლო ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

“ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის”, “საქპატენტის” სასწავლო ცენტრი ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამების ახალ კატალოგს შესთავაზებს. გეგმის მიხედვით ხორციელდება სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე უფლების მფლობელებისა და მოსარგებლეების საჭიროებებზე მორგებული კურსების შემუშავება.

„სასწავლო ცენტრი ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიასა და ინტელექტუალური საკუთრების რეგიონალური ორგანიზაციების სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობით. აღნიშნული გეგმის პრეზენტაცია შედგა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ანა დალაქიშვილისა და WIPO-ს აკადემიის წარმომადგენლების დისტანციურ შეხვედრაზე, სადაც აკადემიის მესვეურებმა გამოთქვეს მზაობა მხარი დაუჭირონ სასწავლო ცენტრის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას. სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით, WIPO-ს აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქპატენტის სასწავლო ცენტრის პროგრამების შედგენაში და ქართველი ტრენერების გადამზადებასა და სერტიფიცირებაში.

საქპატენტის სასწავლო ცენტრი WIPO-ს დახმარებით გაიხსნა და ის ერთადერთია საქართველოში, სადაც სასწავლო პროგრამებს უძღვებიან WIPO-ს მიერ სერთიფიცირებული ტრენერები ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში. სასწავლო ცენტრის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს - ინტელექტუალური საკუთრების დარგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო