ლევან კობერიძის განცხადებით, ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს

საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მისი ფრაქცია დაესწრება პარლამენტის სხდომას, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, დაუჭერენ თუ არა მხარს ცვლილებებს.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფრაქციაში გადაწყვეტილებას მსჯელობისა და მომხსენებლებისთვის კითხვების დასმის შემდეგ მიიღებენ.

“არის რიგი საკითხები, რომელზეც გვჭირდება ფრაქციის შიგნით გადაწყვეტილების მიღება მხარდაჭერა ან არმხარდაჭერასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ არის მუხლები, რომელსაც სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, ზოგიერთს საერთოდ ამოღება და პირიქითაც, დამატება, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნიდან გამომდინარე. ასე რომ, ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა და მერე გვექნება მომხსენებლებთან კითხვები და შესაბამისად, რა პასუხებს მივიღებთ, გადაწვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ”,- განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან დაზუსტებას საჭიროებს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც კობერიძე ამბობს. ამ საკითხის აქტუალიზაცია “ქართულ ოცნებას” “არ აწყობს”.

“როგორც ჩანს, თავის პიარ-ტექნოლოგიებთან ერთად უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ მნიშვნელოვანწილად ნეგატიურ კამპანიაზე ააგოს თავისი საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი და შესაბამისად, არ უნდა, რომ ეს იყოს გარკვეულწილად შეზღუდული კანონით და საარჩევნო კოდექსით”,- განაცხადა კობერიძემ.

დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა