კახა კალაძე - ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 3000-ზე მეტი ოჯახია და მათ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დავპირდით

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებზე ისაუბრა. მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 18 ერთეული უძრავი ქონება განიკარგა, რომელთაგან 4 მშენებლობის ეტაპზეა და დაახლოებით 700 ოჯახი იქნება ფართით დაკმაყოფილებული.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება და ეს ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, 3000-ზე ოდნავ მეტი ოჯახი არის და ჩვენ მათ დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არის უკვე გადადგმული. დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონში 29 და 15 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მიწის ფართი არის 7500 კვ.მ და გამოვლენილი გვყავს გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელიც იღებს ვალდებულებას სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე და „თეთრი კარკასის“ ფართებში 104 დაზარალებულ ოჯახს დააკმაყოფილებს. რადგან ძალიან ბევრია მომლოდინე ამ პროექტების განხორციელების, მივიღეთ გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა იყოს თანმიმდევრობა ამ ადამიანების. სოციალური ქულების მიხედვით ხდება რიგითობის განსაზღვრა რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვინმეს გული არ დასწყდეს. დღეის მდგომარეობით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფარგლებში განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება, სანებართვო ეტაპზე არის 8 პროექტი,რომლებიც უახლოეს მომავალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს, 4 არის მშენებლობის ეტაპზე და ამ პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ვმუშაობთ, რომ ძალიან სწრაფად გამოიყოს კონკრეტული ადგილები რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები და ააშენონ ამ ოჯახებისთვის განკუთვნილი ფართები. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა კალაძე - ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ეხება, 3000-ზე მეტი ოჯახია და მათ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დავპირდით

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებზე ისაუბრა. მერის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 18 ერთეული უძრავი ქონება განიკარგა, რომელთაგან 4 მშენებლობის ეტაპზეა და დაახლოებით 700 ოჯახი იქნება ფართით დაკმაყოფილებული.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მაგარი პროექტის განხორციელება და ეს ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, 3000-ზე ოდნავ მეტი ოჯახი არის და ჩვენ მათ დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არის უკვე გადადგმული. დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონში 29 და 15 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მიწის ფართი არის 7500 კვ.მ და გამოვლენილი გვყავს გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელიც იღებს ვალდებულებას სამშენებლო პროექტის განხორციელებაზე და „თეთრი კარკასის“ ფართებში 104 დაზარალებულ ოჯახს დააკმაყოფილებს. რადგან ძალიან ბევრია მომლოდინე ამ პროექტების განხორციელების, მივიღეთ გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა იყოს თანმიმდევრობა ამ ადამიანების. სოციალური ქულების მიხედვით ხდება რიგითობის განსაზღვრა რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვინმეს გული არ დასწყდეს. დღეის მდგომარეობით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფარგლებში განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება, სანებართვო ეტაპზე არის 8 პროექტი,რომლებიც უახლოეს მომავალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს, 4 არის მშენებლობის ეტაპზე და ამ პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ვმუშაობთ, რომ ძალიან სწრაფად გამოიყოს კონკრეტული ადგილები რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები და ააშენონ ამ ოჯახებისთვის განკუთვნილი ფართები. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დაპირებას აუცილებლად შეუსრულებს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია