ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადები გაიზარდა

დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად, ისინი 550 ლარს მიიღებენ.

„6 თვემდე გაიზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს 1 წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე. ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ. სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა დამატებით ხელფასს გამომუშავებით იღებენ, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეებთან დაკავშირებით განცხადება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

როგორც გიორგი წოწკოლაურმა აღნიშნა, ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა სიახლეებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

„ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს, ის იანვარში უკვე გვქონდა. თუმცა რეორგანიზაციის პროცესი პანდემიის პირობებში შენელდა. დღეიდან კი ამის შესაძლებლობა მოგვეცა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

უწყების ცნობით, გიორგი წოწკოლაური დღესვე სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა, აღნიშნული ცვლილებები მათთან კიდევ ერთხელ განიხილა და დამატებითი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

იხილეთ ვიდეო: სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადები გაიზარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა