ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს

გასულ პარასკევს ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ჩემზე მორიგი ფეიკი გაავრცელა. იმავე საღამოს კი დამწყებმა პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ მას ბანი ირაკლი იმნაიშვილთან „რუსთავი 2“-ის ტელეეთერში მისცა. ცილისწამებებს მიჩვეული ვარ, რადგან რიგი პოლიტიკური ჯგუფები და მათი მედიები, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, წლებია, ჩემი დისკრედიტაციით არიან დაკავებულები. გოგიჩაიშვილის გულმოდგინება ახსნადია, პარლამენტში „ლელოს“ სიით მოსახვედრად მამუკა ხაზარაძეს აწონებს თავს, მაგრამ ახლად ჩამოყალიბებული პარტიის ლიდერის მხრიდან „ლელოს“ პოლიტიკურ ამოცანად ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადება, რაღაც ახალია.

მამუკა ხაზარაძის ტელეეთერი იმითაც იყო საინტერესო, რომ ახალი პარტიის სამოქმედო პროგრამის წარდგენის ნაცვლად, მან მთელი გადაცემა ჩემთან დავის განხილვას დაუთმო და საქმე ისე წარმოადგინა, თითქოს ის ყოფილიყოს დაზარალებული და არა მე, მისთვის წაერთმიოთ ბიზნესი, ქონება და არა ჩემთვის, ის ყოფილიყოს დევნილი და არა მე.

მესმის, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს, მაგრამ ჩემი და სხვა ბიზნესმენების დარეკეტებაში სააკაშვილთან ალიანსში აქტიური მონაწილეობა არ თეთრდება და სააკაშვილის ღირსების ორდენოსნობაც პოლიტიკოსის მანტიით ვერ გადაიფარება.

იმედია, მომეცემა საშუალება, იმავე ტელეეთერში პასუხი გავცე მამუკა ხაზარაძის ტყუილებს და საზოგადოება სიმართლეში გავარკვიო.

ვანო ჩხარტიშვილი

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს