თამარ ჩუგოშვილი - არ ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მისთვის რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„მე რამდენიმე შეხვედრა და განხილვა მქონდა სხვადასხვა პირებთან, ვინც არჩევნებში აპირებენ პარტიის ფორმით მონაწილეობის მიღებას, მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ რომელიმე პარტიას შევუერთდე ახლო მომავალში. ჩემთვის პოლიტიკურ პარტიაში შესვლა სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე მიიღებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას აპირებს, თუმცა მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ზუსტად არ იცის.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. შემიძლია გითრათ ის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას ვაპირებ. ჩემთვის პოლიტიკური სივრცე და ამ ქვეყნის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი ცხოვრება ამ თემებზე ვმუშაობდი. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებ, რომ ეს იყოს ის სივრცე, სადაც ვაპირებ ჩემი ენერგიის ჩადებას, თუმცა პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში ყოფნა არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც პარლამენტის წევრი უნდა იყო ადამიანი, პირიქით, ზოგჯერ სხვა ადგილიდან უფრო კარგად შეიძლება საქმის გაკეთება და უფრო სასარგებლო შეიძლება იყო, ვიდრე მაინცდამაინც სადეპუტატო მანდატის ხელში ჭერა. ჩემი იდეაფიქსი არ არის პარლამენტში ყოფნა და რაც შეეხება საქმეს, საქმეს ყველგან გავაკეთებ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს