„აირზენას“ გენდირექტორი ნათია თურნავას კრიტიკაზე - ჩვენი ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, გაუგებრობას აქვს ადგილი

ჩვენი ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. გაუგებრობას აქვს ადგილი, - ასე პასუხობს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ ქართული ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად გეგმავს რეისებს.

როგორც რომან ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ადგილი აქვს მისკომუნიკაციას.

„ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა. გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება. ქალბატონი ნათია ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დარწმუნებული ვარ, რომ მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი,” - აღნიშნა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა „აირზენას“ მხრიდან რეისების შეუთანხმებლად დაგეგმვაზე და ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები. მინისტრის თქმით, ეს არის არასწორი ქმედება, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

„მოვუწოდებთ ავიაკომპანია „აირზენას“, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე“, - დასძინა ნათია თურნავამ გუშინ მედიასთან საუბარში.

იხილეთ ვიდეო:"აირზენას" გენერალური დირექტორი ეკონომიკის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია