პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გავრცელებასა და განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24- თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტურმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა