თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი, სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.
"როგორც ვიცი, 3 წლის ბავშვი გადმოვარდა, ძიძასთან იმყოფებოდა. დავინახე, რომ სასწრაფო მოვიდა. ძიძა აგონიაში იყო. მშობლები არ იმყოფებოდნენ. როგორც ვიცი, ფანჯრიდან გადმოვარდა",- აცხადებს თვითმხილველი.
ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"