ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი

თბილისის საოფისე ბაზარს ახალი ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი დაემატება, რომელიც ვახუშტი ბაგრტიონის ხიდთან მდებარეობს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ხედით აქვს სამუშაო სივრცეები. ექვს სართულზე განთავსებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მქონე საოფისე დანიშნულების კომპლექსს 633 კვ.მ საერთო მოხმარების ტერასა, 44 პარკინგის ადგილი, საკონფერენციო დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი და კაფეტერია ექნება. საოფისე ფართები 82კვ.მ-დან იწყება და სურვილის მიხედვით, რემონტით ჩაბარდება დამქირავებელს, შესაბამისად, კომპანიები შეძლებენ მათზე მორგებული პირობებით გადავიდნენ ახალ, უკვე გამზადებულ, თანამედროვე სამუშაო სივრცეებში.

ამ ეტაპზე საბურთალოზე მდებარე ბიზნეს-ცენტრებში საოფისე სივრცეების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ფართები უკვე გასხვისებულია კონკრეტულ მესაკუთრეებზე. ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი ოფისის შესყიდვით დაინტერესებული კომპანიებისთვის ქმნის ერთადერთ, უნიკალურ შესაძლებლობას - შეიძინონ საკუთარი საოფისე ფართი და დაზოგონ იჯარის თანხა. ეს შემოთავაზება ფიზიკურმა პირებმა ასევე შესაძლებელია საინვესტიციოდ გამოიყენონ და შეიძინონ ქონება, რომელიც 2021 წლის დასაწყისიდან უკვე შეძლებს შემოსავლის მოტანას.

ატრიუმი არაერთი მიმზიდველი მახასიათებლის ერთობლიობას ქმნის. ბიზნეს-ცენტრის ინტერიერის დიზაინზე არქიტექტურულმა სტუდია დიზაინ ბიურომ იმუშავა და საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი მიიღო. ატრიუმის ფასადი და ინტერიერი საკმაოდ თანამედროვეა და ონიქსისა და გრანიტის ქვებითა და ხის ტონებით ქმნის სიმყუდროვეს. შენობის მოცულობითი ვიტრაჟები ბუნებრივი განათების წყაროა, რაც კიდევ უფრო მეტი სივრცისა და სინათლის შეგრძნებას აჩენს.

მიმზიდველია ატრიუმის ლოკაციაც. ერთის მხრივ ბიზნეს-ცენტრი მდებარეობს საბურთალოზე, თუმცა ამასთანავე მისი მიკრო ლოკაცია ქმნის მსხვილ ჰაბს დიდუბესა და დიღომთან, ხოლო სანაპიროს ხეივნის გავლით 3 წუთში მოხვდებით ვერასა და ვაკეში. ასევე, მარტივია ბიზნეს-ცენტრამდე ნავიგაცია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდანაც და ფაქტობრივად ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით.

როგორც აღვნიშნეთ, ბიზნეს-ცენტრს საკმაოდ დიდი საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერასა ექნება, 633 კვადრატულ მეტრზე მოშენებული მრავალფეროვანი სახეობის მცენარე ახალ მოსასვნებელ სივრცეს შექმნის, რაც საკმაოდ განსხვავებული გამოცდილება იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს-ცენტრებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ატრიუმში სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება. სივრცეების გაყიდვებისა და გაქირავების პროცესი უკვე დაეიწყო და კომპანია კოლიერსის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. პირობები საკმაოდ ხელსაყრელი და მოქნილია. დაინტერესებული მხარეებს შეუძლიათ, როგორც, მთლიანი სართულის შეძენა ან ქირაობა, ასევე მათ მოთხოვნაზე მორგებული ფართობის შერჩევა, შემდეგ კი ამ სივრცის სურვილისამებრ ადაპტირება.

Colliers International Georgia | www.officemap.ge | +995 577 22 27 17 | offices@colliers.ge

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა