ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, შაქარაშვილის საქმის თემა იმდენად აქტუალურია, რომ ჩვენი საუბარის დაწყება ამ თემით მოგვიწევს. ფაქტია, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა ლამის ყოველ დღე იზრდება.

ყველაზე გაუგებარი ისაა, რომ მიუხედავად საგამოძიებო ორგანოების აქტიურობისა, დღემდე დადგენილი არაა შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ეჭვებს ასევე ისიც ამრავლებს, რომ როგორც ირკვევა, დაგვიანებით დაიწყო საქმის გამოძიება. მეტიც, შესაძლოა, უამრავი სამხილი აღმოჩნდეს გამქრალი, ანუ განმეორდეს ის, რამაც სარალიძის საქმის გამოძიება გაართულა.

ფაქტია ისიც, რომ შაქარაშვილის საქმე სამართალდამცავი ორგანოებისათვის დიდი გამოწვევის გარდა, პრესტიჟის საქმე აღმოჩნდეს. ეს რომ ასეა, ხელისუფლებასაც ესმის და საგამოძიებო ორგანოებსაც. ამ თვალსაზრისით, ამ თემაზე პრემიერის კომენტარიც აბსოლუტურად გასაგები იყო.

თქვენ დაკვირვებით, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით? და გაქვთ თუ არა იმის განცდა, რომ ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები არ გაიმეორებენ სარალიძის საქმის გამოძიებისას დაშვებულ შეცდომებს?

- შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კითხვები უფრო მეტია ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით. დაკავებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. როგორც გავიგე ისინი პერიოდულად ცვლიან ჩვენებებს, რაც ბუნებრივია აფერხებს საგამოძიებო პროცესს. ნივთმტკიცებების და სამხილების მოძიება, ამოღება და მათი ექსპერტიზა გარკვეულ დროს მოითხოვს, რათა შეცდომა გამოირიცხოს.

120/30 და 1% ბარიერის პირობებში მცირე რესურსიანი და ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიებისათვის გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომ მოხვდნენ პარლამენტში. ჩნდება შესაძლებლობა, რომ აქამდე ორპოლუსიანი პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს... თუმცა ბუნებრივია, მთავარ მოთამაშეებად რჩებიან „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“

ამას ემატება ის აჟიოტაჟი, ხშირად ხელოვნურიც, რაც ამ ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ შეიქმნა და ხშირი ინფორმაციული კონფლიქტები, რომლებიც ასევე ართულებენ სიმართლის დადგენას.

სარალიძის საქმე და მისი თანმდევი მოვლენები თუ ვინმესათვის უნდა ყოფილიყო გაკვეთილი, სწორედ ხელისუფლებისათვის და სამართალდამცავებისათვის. ამ ეტაპზე დაღუპულის ოჯახი მათ მიმართ პრეტენზიებს ღიად არ გამოთქვამს. ვფიქრობ, მომავალ კვირას უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და გამოჩნდება სწორი გზით მიდის თუ არა გამოძიება.

- ამ თემაზე ოპოზიცია ხმაურობს და როგორც ჩანს, არც თუ ისე უსაფუძვლოდოდაც. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასე ჩანს. ხელისუფლება ოპოზიციას მეტი თავშეკავებისა და იმისკენ მოუწოდებს ტრაგედია არ გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლის თემად.

ამ ფონზე უცნაურადაც კი გაიჟღერა გამოძიების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ 10 პიროვნების დაკითხვის შესახებ, რომლებიც მანამდე არავის დაუკითხავს. ძალიანაც მინდა ზომიერების ფარგლებს არ გავცდე, მაგრამ რაც ხდება, გინდა არ გინდა იწვევს განცდას, რომ საგამოძიებო სისტემაში მართლაც სისტემური პრობლემებია...

- ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიებამ აჩვენა, რომ საგამოძიებო სისტემაში ასეთი პრობლემები იყო.

არის თუ არა სისტემაში ეს პრობლემები დაძლეული, ამის დადგენას ყოვლისმომცველი და ჩაღრმავებული შეფასება სჭირდება. შაქარაშვილის დაღუპვის საქმის გამოძიების ხარისხი და შედეგები, რა თქმა უნდა, იქნება ამის ერთ-ერთი ინდიკატორი.

- საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც ერთი წლის წინ დაიწყო საუბარი მმართველი გუნდის ლიდერმა ივანიშვილმა, რაზეც შემდეგქართული ოცნებისმაჟორიტარებმა უარი თქვეს, მიღებულია. თან ისე, რომ, ვინც ითხოვდა ცვლილებებს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში. მასში სრულად არა, მაგრამ მაინც გათვალისწინებულია ეუთო-ოდირის რეკომენდაციები. ამ პროცესშიც არ მიუღია მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის უდიდეს ნაწილს.

ასეა თუ ისე, ძნელად, დაგვიანებითაც კი, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მალე, როცა არჩევნებამდე 60 დღეღა დარჩება, ქვეყანის პოლიტიკური ცხოვრება საარჩევნო ფინიშის სწორს დაადგება.

ის, რომ 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია ქვეყნის მოსახლეობა კარგა ხანია გრძნობს, ვინაიდან ყველა ნაბიჯი რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია დგამს, სწორედ არჩევნებს უკავშირდება და ეს პროცესი, როგორც მინიმუმ ერთი წლის წინ მაინცაა დაწყებული.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- თუ ცვლილებათა თეორიას გავყვებით, ახალი საარჩევნო სისტემა, მართალია ერთჯერადი გამოყენებისაა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მოსალოდნელი შედგებიდან გამომდინარე.

120/30 და 1% ბარიერის პირობებში მცირე რესურსიანი და ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიებისათვის გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომ მოხვდნენ პარლამენტში. ჩნდება შესაძლებლობა, რომ აქამდე ორპოლუსიანი პოლიტიკური ლანდშაფტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

ფაქტიურად, ახალ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს ეძლევათ შესაძლებლობა ჯერ ფეხი მოიკიდონ პოლიტიკურ ველზე, შემდეგ გააფართოვონ თავიანთი გავლენა და ეტაპობრივად ჩააჩოჩონ კიდეც ცალკეული ვეტერანი პარტიები.

თუმცა, როგორ გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობებს ვნახავთ არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში. თუმცა ბუნებრივია, მთავარ მოთამაშეებად რჩებიან „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა.“

პოლარიზაციის ხარისხია ძალიან მაღალი. არცერთ წინა არჩევნებში არ დაფიქსირებულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის თუ ჩარევის ასეთი მაღალი ხარისხი... ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევიან ოპოზიციაზე მომუშავე ტელევიზიები

ვინაიდან ახალი საარჩევნო რეალობიდან გამომდინარე, იზრდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა. თუ „ნაცმოძრაობას“ ფაქტიურად ჰყავს მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ის კოალიციას შექმნიდა, საინტერესოა, შეეცდება თუ არა „ქართული ოცნება“ ახლადშექმნილი პოლიტიკური ძალებთან გარკვეული პოლიტიკური კონტაქტები დაამყაროს.

შესაძლოა ძალიან საინტერესო პოლიტიკური კონფიგურაციები ვიხილოთ არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც.

სამწუხაროდ, წინასაარჩევნო პერიოდში სულ უფრო იზრდება დაპირისპირება მმართველ პარტიასა და „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციას შორის და ეს უკვე გადადის ორივეს ელექტორატზეც. ასეთი მზარდი კონფლიქტოგენური გარემო საფრთხეებს შეიცავს, რაც ზოგადად ქვეყანაში სტაბილურობას ემუქრება.

ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ოპოზიცია აქტიურად ცდილობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებოს მხარდაჭერა თავის მიზნების მისაღწევად, რაც ჩემი აზრით, უარყოფითი ფაქტორია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

- ტრადიციას ამჯერადაც არ დავარღვევ. ქვეყანას უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ბევრი არჩევნები ახსოვს. თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის არჩევნების წინ არსებული ვითარება რით ჰგავს და რით განსხვავდება ყველა წინა საპარლამენტო არჩევნებისაგან?

- როგორც უკვე აღვნიშნე, პოლარიზაციის ხარისხია ძალიან მაღალი. არცერთ წინა არჩევნებში არ დაფიქსირებულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის თუ ჩარევის ასეთი მაღალი ხარისხი.

1% ბარიერმა ახალი პარტიების დაბადების ბუმი გამოიწვია, რაც წინა არჩევნების დროს არ იყო

არცერთ წინა არჩევნებზე არ შეგვიმჩნევია კიბერსივრცეში პოლიტიკური აქტორების მომხრეთა დაპირისპირების ასეთი მასშტაბები და არცერთ წინა არჩევნებზე არ მინახავს მედიის აგრესიულობის და დეზინფორმაციის ტირაჟირების ასეთი ხარისხი.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევიან ოპოზიციაზე მომუშავე ტელევიზიები. მსგავსება კი ის არის, რომ ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს ისევ პერსონალური ფაქტორის და არა პარტიის პროგრამის ან იდეოლოგიის მიხედვით. 1% ბარიერმა ახალი პარტიების დაბადების ბუმი გამოიწვია, რაც წინა არჩევნების დროს არ იყო.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმიტომ საუბრობენ მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მის განაყოფებზე, რომ მათგან ხედავენ მთავარ საფრთხეს, ისინი წარმოადგენენ ჯერჯერობით ყველაზე დიდი რესურსების მქონე ოპოზიციურ ძალას. ის კი ვინც ცდილობს ახალ ალტერნატივად წარმოჩნდეს, მაგალითად „ლელო,“ ჩემი აზრით, ჯერ ვერ არწმუნებს საზოგადოებას, რომ მართლაც ახალი ალტერნატივაა

- საარჩევნო წელია და თუ საჭადრაკო ტერმინს მოვიშველიებთ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ბრძოლა ენდშპილს, თან საკმაოდ მძიმე ენდშპილს ემსაგავსება.

საჯარო სივრცეში დაპირისპირებული მხარეების პოლემიკა ლამის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, რომ იგი დეზორიენტირებულია, აღარ იცის რა აკეთოს, მაგრამ ამაზე მმართველი გუნდის წევრები ისე ხშირად და ისეთი ჟინითა და ენთუზიაზმით საუბრობენ, რომ არ იქმნება იმის განცდა, რომ თავად არიან დარწმუნებული იმაში, რაზეც საუბრობენ.

თუ არიან, მაშინ გაუგებარია რატომ საუბრობენ მხოლოდნაციონალებზედაევროპულ საქართველოზე“, რომლებიც უკვე მერვე წელია აღარ არიან ხელისუფლებაში.

როგორ დაახასიათებდით საჯარო სივრცეში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის და იმ ძალებს შორის წინასაარჩევნო პოლემიკას, ვინც ცდილობს თავის წარმოჩენას როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების ალტერნატივად?

- საჭადრაკო ტერმინოლოგიაში რომ გამოგყვეთ, ჩემი აზრით ეხლა მიტელშპილს ვადევნებთ თვალს. ენდშპილი იქნება, როდესაც „საჭადრაკო პარტიის“ ბოლო ეტაპი დადგება და ეგზიტპოლები გვეტყვიან, თუ რამდენი ფიგურა შემორჩა პოლიტიკურ დაფას.

ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური პოლემიკის შინაარსიც და ფორმაც სარკისებურად ასახავს ქვეყნის და მისი პოლიელიტის როგორც ზოგად ისე პოლიტიკურ კულტურას, რომელიც თავის მხრივ მიბმულია ჩვენს მენტალობასთან, ტრადიციებთან და ისტორიასთან.

პოლემიკაში ჩანს მხარეების მიერ ერთმანეთის პოლიტიკურად და მორალურად განადგურების დაუოკებელი სურვილი. როდესაც ერთი მხარე მეორეს გამუდმებით უწოდებს, „კლოუნს,“ არ უნდა გაუკვირდეს ხურდის დაბრუნება მაგალითად „გოიმის“ ეპითეტით.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმიტომ საუბრობენ მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მის განაყოფებზე, რომ მათგან ხედავენ მთავარ საფრთხეს, ისინი წარმოადგენენ ჯერჯერობით ყველაზე დიდი რესურსების მქონე ოპოზიციურ ძალას. ის კი ვინც ცდილობს ახალ ალტერნატივად წარმოჩნდეს, მაგალითად „ლელო,“ ჩემი აზრით, ჯერ ვერ არწმუნებს საზოგადოებას, რომ მართლაც ახალი ალტერნატივაა.

წინასაარჩევნოდ ინციდენტების სიმრავლის სიტუაცია უფრო ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც წინასაარჩევნო პირობებში წესრიგისა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

ამჯერადაც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი კოზირი წინასაარჩევნო ბრძოლაში იქნება სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და მოსალოდნელ რეპრესიებზე აპელირება

- ახლახანს ცნობილი გახდა რომ ონში ჰესების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააზიანეს ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის და მის თანმხლებთა მანქანები.

შეიძლება ითქვას რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე პოლარიზაციის და ძალადობრივი დაპირისპირების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება?

- ვფიქრობ გამოძიება დაადგენს ვინ გააკეთა ეს. ისე კი, სამწუხაროდ, მოვლენების განვითარების ლოგიკა და პოლიტიკურ მეტოქეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები სწორედ ამგვარი პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლევა. წინასაარჩევნოდ ინციდენტების სიმრავლის სიტუაცია უფრო ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც წინასაარჩევნო პირობებში წესრიგისა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ელექტორატის გადაღლის სინდრომი აუცილებლად აისახება მათსავე განწყობაზეც და ქცევის წესებზეც არჩევნების დროს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ ამჟამად სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ეს ეხება უკლებლივ ყველა მოქმედ პოლიტიკურ მოთამაშეს

ძალადობის ესკალაციის პირობებში ოპოზიციას შეეძლება თავის მსხვერპლად წარმოაჩინოს, მის გარე მხარდამჭერებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს კი მეტი არგუმენტი ექნებათ, რომ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

- „ქართული ოცნება.. ძველ ოპოზიციასკრიმინალებად და დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს და ახალ ოპოზიციაზე საუბრობს, მაგრამ ყველაზე თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იერიში ისევ მათზე მიაქვს.

ასეთ ფონზე გაუგებარია, თუ რატომ არ პასუხობს მმართველი ძალა საჯარო სივრცეში მათთვის ყველაზესაყვარელიოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს კორუფციაზე, უხეიროდ დაგებულ გზებზე, ტენდერების მხოლოდოცნებასთანდაახლოებული პირების მოგებებზე, რომლებიც შემდგომ მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიების დამფინანსებლებად გვევლინებიან.

თუ ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებზე იმის გამო არ პასუხობს, რომ პასუხის ღირსად არ თვლის, მათივე მხრიდან იმავე ბრალდებებზე კვალიფიციური პასუხის გაცემა, როგორც მინიმუმ მათი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე.

ის რომ ოცნება“ „ნაციონალებსადა ევროპულ საქართველოსმუდმივად საუბრობს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ 2020-ის არჩევნებშიოცნებისმთავარი ლოზუნგი კვლავ იქნებაარა მიშას დაბრუნებას?

- ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან ამ საკითხებზე პოლემიკა. თქვენს მიერ ნახსენებ საკითხებზე განმარტებები კი ისედაც უწევთ, როდესაც პარლამენტში მოდიან. მე უკვე აღვნიშნე რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მთავარ კონკურენტებად სწორედ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მიიჩნევს მათი რესურსებიდან გამომდინარე.

ჩემი დაკვირვებით, ისევე როგორც წინათ, ამჯერადაც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი კოზირი წინასაარჩევნო ბრძოლაში იქნება სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და მოსალოდნელ რეპრესიებზე აპელირება.

ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერის დონე არ არის საკმარისი ხელისუფლებაში მოსასვლელად და შესაბამისად ერთ-ერთ სცენარად რევოლუციას განიხილავენ

ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ და ევროპული საქართველოს“ ცალკეული ლიდერების და მათთან დაახლოებული პირების უკიდურესად ხისტი რიტორიკა ამყარებს ასეთ განცდებს.

- თქვენ და კიდევ ბევრი სხვა დამკვირვებლები სხვადასხვა ფორმატებში ხშირად გამოთქვამთ მოსაზრებას, რომ მესამე პრეზიდენტთან აფილირებული პოლიტიკური ძალები რევოლუციისთვის ემზადებიან.

ამას წინათ, მესამე პრეზიდენტთან დაახლოებული პოლიტიკურ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა პაატა დავითაიამ განაცხადა - „ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა. ოპოზიციის ტაქტიკა არის ოპოზიციაში დარჩენის და არა ხელისუფლებაში მოსვლის ტაქტიკა“.

როგორც ჩანს, ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობაა მოვლენათა რევოლუციურ სცენარებთანდაკავშირებით. „ევროპულმა საქართველომამგვარ პროცესებში მონაწილეობა გამორიცხა.

თუ ამომრჩევლების განწყობებით ვიმსჯელებთ, ამის დიდი იმედი პრაქტიკულად არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლების ჩათვლით. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მიმართ თუ უნდობლობა არაა, გაუცხოება აშკარად შეინიშნება?

- არსებული პარტიების მიმართ საზოგადოების უნდობლობასა და ნიჰილიზმს მე მივაწერდი პოლიტიკოსისგან ან პარტიისაგან ხალხის გადაღლის სინდრომს. ეს გადაღლა, მით უფრო თვალშისაცემია როდესაც ამომრჩეველი ხედავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პარტიის პოტენციალის დაქვეითებას და გაცვეთას, როდესაც ისინი იწყებენ ერთ წრეზე ტრიალს და არავითარი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივები მათგან აღარ მოდის.

ელექტორატის გადაღლის სინდრომი აუცილებლად აისახება მათსავე განწყობაზეც და ქცევის წესებზეც არჩევნების დროს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ ამჟამად სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ეს ეხება უკლებლივ ყველა მოქმედ პოლიტიკურ მოთამაშეს.

თუ რატომ ვერ შეიქმნა პირობები მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისათვის, ეს ცალკე და ძალიან ფართო თემაა და მიზეზების ჩამოთვლა-გაანალიზებას შეიძლება ერთი ინტერვიუც კი არ ეყოს

თუ ჩვენს ამომრჩეველს სურს, რომ რეალური ზეგავლენა იქონიოს არჩევნებზე, საკუთარ თავში როგორმე უნდა დაძლიოს ეს ნიჰილიზმი და გადაღლა, საკუთარი წიაღიდან შვას ახალი ლიდერები.

როდესაც ვსაუბრობ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე, ვეყრდნობი ოპოზიციის განცხადებებისა და ქცევის ანალიზს. „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არჩევნები უნდა დასრულდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით, აცხადებენ იმასაც, რომ 8 მარტის ცნობილი შეთანხმება ფაქტიურად იყო ხელისუფლების გადაბარების შეთანხმება და ა.შ.

მათ არასოდეს განუცხადებიათ, რომ აღიარებენ სამართლიანად და დემოკრატიულად ცნობილი არჩევნების შედეგს, როგორიც არ უნდა იყოს ის. საკონსტიტუციო პროცესის და საარჩევნო რეფორმის ბოიკოტირებაც იყო მათი რეალური ზრახვების ინდიკატორი. მათზე მომუშავე მედია, უკვე ახდენს მოსახლეობის „დამუშავებას,“ რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება.

ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ისიც კი განაცხადეს, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები რევოლუციის ერთგვარი რეპეტიცია იყო მათთვის. ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ მათი ელექტორალური მხარდაჭერის დონე არ არის საკმარისი ხელისუფლებაში მოსასვლელად და შესაბამისად ერთ-ერთ სცენარად რევოლუციას განიხილავენ.

როდესაც მმართველი პარტია ჩემი ექსპერტული კონსულტაციით ინტერესდება, ეს ჩემთვის პროფესიონალური პატივია. ამაში საძრახისს ვერაფერს ვხედავ, რადგანაც ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა

რევოლუციას კი მძლავრი სოციალური ან პოლიტიკური ბიძგი სჭირდება. ამიტომაც ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებას რაიმე ფატალური შეცდომა დააშვებინონ.

- ვიდრე დაგიკავშირდებოდით, ტელევიზიებმა საკმაოდ ვრცლად გააშუქეს თუ რა ხდებოდა სარფის საზღვართან. კორონავისურსის გავრცელების საფრთხეეების გამო ხალხი თურქეთში სამუშაოდ ვერ გადადის.

მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩვენში საკმაოდ ნორმალური ეპიდეომოლოგიური ვითარების შენარჩუნებას, მაგრამ აქ გასაკვირი სხვა რამაა - რატომ ვერ იქმნება ჩვენში იმგვარი ვითარება, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საძებნელად თურქეთში წავლა?

- მას შემდეგ რაც ქვეყანამ წარმატებით და მინიმალური დანაკარგებით მოახერხა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება, სავსებით ცხადი იყო, რომ წინა პლანზე წამოვიდოდა და ქვეყანას და მოსახლეობას მძიმედ დააწვებოდა პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რადგანაც 3 თვე ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებული იყო.

ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ იძულებულია თურქეთში ეძებონ სამუშაო არახალია და ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოდის.

სეზონურ სამუშაოებზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში გადასვლა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და საქართველო არაა გამონაკლისი. თუ რატომ ვერ შეიქმნა პირობები მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისათვის, ეს ცალკე და ძალიან ფართო თემაა და მიზეზების ჩამოთვლა-გაანალიზებას შეიძლება ერთი ინტერვიუც კი არ ეყოს.

სასამართლოსთვის მიმართვაზე იურისტებთანაც გავიარე კონსულტაცია და მითხრეს რომ წარმოდგენილ ე.წ. „დოკუმენტებს“ არავითარი მტკიცებულების ძალა არ აქვს. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ სასამართლო პროცესი გაიწელებოდა

- ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას გერმანიიდან საქართველში ექსტრადირებას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჭაკუას ექსტრადირება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ჭაკუა ხელისუფლებამ არა დასასჯელად, არამედ არჩევნებში გამოსაყენებლად ჩამოყვანა. ამ თემაზე ჩემი კითხვა მოკლე და მარტივი იქნება - რატომ დასჭირდა ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირებას თითქმის 8 წელი და რამდენად საფუძვილიანი შეიძლება იყოს მტკიცებები, რომ იგი არჩევნებში გამოსაყენებლად იქნა ჩამოყვანილი?

- რატომ დასჭირდა 8 წელი, ამაზე ალბათ შესაბამისი კომპეტენტური უწყებები იტყვიან. მე საქმის დეტალებში არ ვარ ჩახედული.

თუ ჭაკუა ითანამშრომლებს გამოძიებასთან და გაამხელს სენსიტიურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად და რეპუტაციულად დამაზიანებელი აღმოჩნდეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, ეს მათ საარჩევნო პოზიციებს შეასუსტებს. შესაძლოა ამის პრევენციისათვის ატეხა ოპოზიციამ ხმაური.

- საკმაოდ დრო კი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა ბრალი დაგდოთ იმაში, რომოცნებასთანგარკვეული ანაზღაურების გამო თანამშრომლობთ, ამჯერად ამ თემას გვერდს ვერ აუვლით.

წინა ხელისუფლების მიმართ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ კარგა ხანია ცნობილია. ასევე ვიცით, რომ რიგ საკითხებში იწონებთ ხელისუფლების ქმედებებს, რიგ საკითხებში არ ეთანხმებით.

თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ უპასუხოთ ბრალდებებს, თუ არა, არც ესაა პრობლემა...

- ბრალდებები აბსურდულია და შესაბამისად საპასუხოც ბევრი არაფერია. თუმცა, არ მინდა ამ საკითხში „თეთრი ლაქები“ დავტოვო. მე არაერთი კარგი ნაცნობი მყავს „ქართულ ოცნებაში“ და რამდენჯერმე გამიწევია ექსპერტული კონსულტაცია ჩემი კომპეტენციის სფეროდან გამომდინარე.

როდესაც მმართველი პარტია ჩემი ექსპერტული კონსულტაციით ინტერესდება, ეს ჩემთვის პროფესიონალური პატივია. ამაში საძრახისს ვერაფერს ვხედავ, რადგანაც ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

- სხვათა შორის, თქვენთან ერთადოცნებისსასარგებლოდსაქმიანობაში დადანაშაულებული იყო ბურჯანაძისდემოკრატიული მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

რამდენადაც ვიცით, მან იმ ტელეარხს, რომელმაც მასოცნებასთანთანამშრომლობაში დასდო ბრალი, სასამართლოში უჩივლა. თქვენ თუ აპირებთ უჩივლოთ იმავე არხს სასამართლოში, თუ არა, რატომ?

- თუნდაც ის, რომ ამ ყბადაღებულ „სიაში“ აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ცნობილი ოპონენტი გიორგი ახვლედიანი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

სასამართლოსთვის მიმართვაზე იურისტებთანაც გავიარე კონსულტაცია და მითხრეს რომ წარმოდგენილ ე.წ. „დოკუმენტებს“ არავითარი მტკიცებულების ძალა არ აქვს. თუმცა, ისიც მითხრეს, რომ სასამართლო პროცესი გაიწელებოდა.

ის ტელევიზია, რომლის ეთერშიც გავიდა ის რეპორტაჟი, მისი მსგავსი მედია-საშუალებები და ცნობილი საზოგადოებრივი ჯგუფები კი სასამართლო პროცესს მორიგი მდარე შოუსთვის და ჩემს წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენებდნენ - თითქოს „თავისუფალ“ მედიას ვებრძვი და ა.შ.

ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რომ ამდენი დრო და ყურადღება დავუთმო ასეთ იაფფასიან უგვანო გამოხდომებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მორალური კომპასი აქვთ დაკარგული. საღად მოაზროვნე საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით