საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისში ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ, უახლოეს დღეებში კი შიდა ავიარეისები აღდგება

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

ავიარეისების განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. კერძოდ, რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი.

„აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მან ევროკავშრის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველა სახლემწიფოსთან მუშაობს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ტურისტული მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო:საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისში ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი