ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

დღეიდან ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

იპოთეკური სესხების პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მომხმარებელმა სუბსიდირებული იპოთეკური სესხით უნდა ისარგებლოს 2020 წლის ბოლომდე და საცხოვრებელი ბინის შეძენა უნდა განხორციელდეს დეველოპერული კომპანიისგან. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა - 240 თვე და სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

„სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობით საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე ჩვენს მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ მაქსიმალური ფინანსური სარგებელი. იპოთეკური სესხების მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას და მოტივაციას შეიძინონ საცხოვრებელი ბინა საუკეთესო პირობებით. ჩვენ ვეცდებით მომხმარებელს გავუკეთოთ საუკეთესო შეთავაზება ბაზარზე და იპოთეკური სესხის გარდა შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული დამატებითი საბანკო სერვისები“, - აცხადებს ლიბერთი ბანკის საცალო საქმიანობის მიმართულების დირექტორი გიორგი მაკარიძე.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პირობებით დაინტერესების შემთხვევაში: დარეკეთ 255 55 00 ან მობრძანდით ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით

სესხის პირობების სანახავად და განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე - Libertybank.ge

(R)

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!