ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია - ფოტორეპორტაჟი

მცხეთაში ადგილი, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია. ტერიტორია „ინტერპრესნიუსის“ გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ან რამ გააჩინა ცეცხლი. ჯერჯერობით უცნობია, სწავლობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთაში იმ ადგილის გადაწვის მიზეზებს, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა.

შექმნილი ვითარების გამო, საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს კონკრეტული კითხვები აქვთ.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.

რაც შეეხება ამირხანაშვილს, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც გაქცევა და ბუჩქებში დამალვა შეძლო მას შემდეგ, რაც მას და მის მეგობრებს დაპირისპირებული ჯგუფიდან რამდენიმე პირი დაედევნა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა