„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ERP სისტემა SAP Business One-ს, BDO-ს მიერ განვითარებულ სამშენებლო მოდულთან ერთად, ნერგავს. გადაწყვეტილების დანერგვის მიზანი მასშტაბური პროექტების ეფექტიანი, ცენტრალიზებული ფინანსური მართვაა.

ალიანსის გუნდი საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. დღემდე აშენებული აქვს ოცზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, ჩაბარებული აქვს ხუთი ათასზე მეტი ბინა და აპარტამენტი. კომპანიას უკავშირდება ისეთი გამორჩეული არქიტექტურული პროექტები როგორიცაა „ალიანს ფრივილიჯი“ და „ალიანს პალასი“ Courtyard By Marriott ბათუმში. დასასრულს უახლოვდება თბილისში ასევე ექსკლუზიური დიზაინის კომპლექსი „ალიანს ჰაილაინის“ მშენებლობა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი „ვინდემ გარდენსს“ (Wyndham Garden) და პრემიუმ კლასის აპარტამენტებს.

ბიზნესის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიას გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, გამოიკვეთა ცენტრალიზებული ფინანსური მართვისა და პროცესების ავტომატიზაციის საჭიროებაც.

„ბოლო წლებში ძალიან გავიზარდეთ. პარალელურად ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მსხვილ პროექტს, რომლის ფინანსური მენეჯმენტი არსებულ სისტემაში დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო უფრო მძლავრი პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის საშუალებას მოგვცემდა. ERP სისტემის დასანერგად ჩვენთვის საიმედო პარტნირი BDO შევარჩიეთ“, - აცხადებს „ალიანსის“ პარტნიორი და დირექტორი აკაკი სონგულია.

SAP Business One-ის საშუალებით, „ალიანს ჯგუფი“ პროექტების ჭრილში შეძლებს მართოს შემოსავლები და ხარჯები; აკონტროლოს მარაგები, პარტნიორებთან დავალიანება და მოთხოვნები; აკეთოს შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი და მიიღოს სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის საჭირო ფინანსური რეპორტები.

გარდა კონკრეტული ახალი შესაძლებლობებისა, SAP Business One-ში მოხდება კომპანიის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ნაკლები დრო და ენერგია დაიხარჯება რეპორტების მიღებაზე.

BDO-ს გუნდი უკვე მრავალი წელია ქართულ კომპანიებს ERP სისტემებს სთავაზობს და ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავს. SAP Business One-ით, BDO-ს მიერ შექმნილ სამშენებლო მოდულთან ერთად, უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „კავკასუს როუდს პროჯექტი“, „იუნიქსი“ და სხვები.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა