თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის შეფასებები, რომ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის შეფასებები , რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია.

"ისტორიულად, 2009 წლიდან რაც ეს კანონი მოქმედებს, 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა, წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები წამლის ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას, მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს ასეთ უმნიშვნელო მატებასთან. მეორე საკითხი რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ძალიან ბევრი მედიკამენტი რეგისტრირდებოდა და შემდეგ მისი მცირე ნაწილი, დაახლოებით 20-30 პროცენტი შემოდის ქვეყანაში. ასე რომ, არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შენოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ესეც არგუმენტს მოკლებულია. ამდენად, აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარემოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით,"- განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წამლების ფასის ზრდა სწორედ იმ დადგენილების შედეგია, რომლითაც წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზარდა. გაბუნია ამბობს, რომ ფასის ზრდა არა ამ ფაქტორს, არამედ პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება. მისივე თქმით, ცვლილებები, რომელიც მსჯელობის საგანია, უფრო მეტად პროცედურულია და არ ეხება " იმ მულტიფაქტორულ გარემოს, რაც ზეგავლენას ახდენს წამლის ბაზარზე მთლიანობაში".

"მარეგულირებელმა პროცედურული წარმოებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ მისი მთავარი საყრდენი გადაწყვეტილების მისაღებად არის დოკუმენტი, მოითხოვა ვადის გახანგრძლივება. პირვანდელ ვარიანტში ვადის გახანგრძლივება იყო თითქმის 4- ჯერ უფრო მეტი, ვისრე დღეს მოქმედი ვადებია. შემდეგ პირველი მოსმენისას, კომიტეტზე მსჯელობის შედეგას მივიღეთ შენიშვნა და ამჟამინდელ ვარიანტში ვადები არის გაზრდილი. მაგალითად, თუ აღიარებითი რეჟიმის წამლის რეგისტრაციისთვის აქამდე დადგენილი იყო 7 სამუშაო დღე, შემოთავაზებული პროექტით არის 15 სამუშაო დღე. რაც შეეხება პარალელურ იმპორტს, აქ დღეს არის 5 დღე და კანონპრპექტში განსაზღვრულია 10 სამუშაო დღე,"- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი, 20 დღე იყო მოთხოვნილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს