სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან

ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებიც დეველოპერული კომპანიისგან ბინის შეძენას აპირებენ, ახალ შესაძლებლობას - სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო.

პირობების თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ტერაბანკში იპოთეკურ სესხს აიღებენ, სახელმწიფო 60 თვის განმავლობაში სესხის პროცენტიდან 4%-ს დაუფინანსებს. პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, მსურველი ბინას დეველოპერული კომპანიისგან იძენდეს.

სახელმწიფო პროგრამას იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებისა და იპოთეკური კრედიტის საგარანტიო კომპონენტები აქვს. დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც ორივე მათგანით, ასევე მათ შორის ერთ-ერთით.

იპოთეკურის სესხების სუბსიდირების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნის. მისი მიზანი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება და პირებისთვის, რომლებსაც სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნების სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ, უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესებაა.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით