მაია ცქიტიშვილი - პოლონეთი მზად არის, რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთში მაღალი ავადობაა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმაზე, რომ საქართველომ საზღვარი პოლონეთს არ გაუხსნა არავითარი უკმაყოფლება არ არის. როგორც ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, საქართველო უნდა გაუფრთხილდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც ქვეყანაში გვაქვს.

„კარგი იქნება გაეცნოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგულაციებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპამ გაგვიხსნა საზღვრები ვნახეთ, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ საზღვრები დათქმებით გაგვიხსნა. ზოგიერთმა მათგანმა საზღვარი გაგვიხსნა მხოლოდ აუცილებელი ვიზიტისთვის, რაც ნიშნავს სამკურნალო, ან განათლების მიღების მიზნით ადამიანების ჩასვლას. მხოლოდ ამ მიზნით შეუძლია ჩავიდეს ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ. ძალიან ბევრმა ქვეყანამ გახსნა მხოლოდ კარანტინის პირობით. შესაბამისად, თვითონ ამ ქვეყნების მხრიდან დაწესებული რეგულაციებიც ითვალისწინებს მათ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მათ ხედვას ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლონეთს, მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. პოლონეთი კი არის მზად რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, რთულდება ვითარება იმ ქვეყნებში, რომლებსაც საზღვრები გახსნილი აქვთ.

„უშუალოდ ევროპაშიც სამწუხაროდ, უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. გუშინ იტალიამ 13 ქვეყანას დაუკეტა საზღვარი. ასევე რთულდება ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, სადაც აქტიურად გაიხსნა კარი ყველა ტურისტისთვის და საბერძნეთიც ფიქრობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის შეზღუდვების ხელახლა დაწესებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში მოვლენილ ელჩებთან და ასევე საკონსულოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და დამერწმუნეთ, არავითარი უკმაყოფილება არ არის. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე. დღეს გვაქვს საშუალება გახსნილი გვქონდეს პრაქტიკულად ყველა ბიზნესი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე