ირაკლი სესიაშვილი - ვინ და როგორ აკეთებს განცხადებებს, მის პოლიტიკურ მორალზე იყოს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, ცალკეული კონგრესმენების მიერ თავიანთი ინტერესების გამოხატვას უწოდებს.

მისივე შეფასებით, როდესაც ამაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აპელირებენ, ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაციაა.

"ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით ისინი, ვინც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდნენ, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პარტნიორობა და თანამშრომლობა. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობას, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს და ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ფონზე ცალკეული კონგრესმენების მიერ თავიანთი ინტერესების გამოხატვა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა ამაზე ოპონენტების მხრიდან აპელირება ხდება, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია. ამ შემთხვევაში, ვინ და როგორ აკეთებს განცხადებებს, მის პოლიტიკურ მორალზე იყოს,"- განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს