ავღანეთში აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაშავდა

ავღანეთში აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაშავდა, - ამის შესაზებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა სამანგანის პროვინციის ქალაქ აიბაკში, ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის შენობასთან მოხდა.

სამთავრობო კომპლექსში მანქანაში დამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა, რის შემდეგაც იქ შეირაღებული პირები შეიჭრნენ და მათსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. პროვინციის ჯანდაცვის დირექტორის, ხალილ მუსადექის ცნობით, დაჭრილები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალების წევრები. მისივე თქმით, დაჭრილთა რაოდენობა, შესაძლოა, მეტიც იყოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ