ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა

ჰიუნდაის ახალი მე-8 თაობის სონატა უკვე საქართველოშია. სონატას პრემიერა, რომლის ისტორიაც 35 წელს ითვლის, 2020 წელს ნიუ იორკის ავტოშოუზე შედგა და უახლესი მოდელი ახლა უკვე ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმშიც ხელმისაწვდომია.

ახალი სონატა ტევადობითა და ინტერიერის თუ ექსტერიერის დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ამასთან ერთად, სრულყოფილი უსაფრთხოების სისტემებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

უსაფრთხოების ისეთი სტანდარტული სისტემემის გარდა, როგორებიცაა ABS და ESP, ავტომობილის მახასიათებლებია:

  • სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESC)
  • აღმართზე ასვლის დამხმარე სისტემა (HAC)
  • ავტომობილის სტაბილურობის სისტემა (VSM)
  • ელექტრო პარკირების მუხრუჭი ავტომატური შეყოვნების ფუნქციით
  • სამაშველო სამსახურის გამოძახების ღილაკი

აღსანიშნავია ავტომობილის LED-განათება (შუქდიოდური), BOSE-ის აუდიოსისტემა, გასართობ- საინფორმაციო მულტიმედიური სისტემა Auto და Apple Car Play თავსებადობით, ორზონიანი კლიმატკონტროლი, პანორამული სახურავი და ა.შ

რაც შეეხება, Sonata-ს ექსტერიერსა და ინტერიერს, პირველის შემთხვევაში, თვალშისაცემია წინა მხარის ზემოთ აზიდული დღის მაშუქები Matrix-LED-განათებით, ასევე C-ს ფორმის უკანა მაშუქები, რომლებსაც ჰიუნდაის ლოგოს ქვეშ განთავსებული განათების ხაზი აერთიანებს. ინტერიერში კი, ავტომობილის სიგრძე (4,90 მეტრი) განაპირობებს წინა მოდელებთან შედარებით გაზრდილ ტევადობას, რისი დამსახურებითაც მგზავრები უკანა სავარძელზეც თავისუფლად და კომფორტულად მოთავსდებიან.

„მოხარულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს სონატას ახალი მოდელი წარვუდგინეთ. ჰიუნდაიში ამ მოდელზე ძალიან დიდი მონდომებითა და ყურადღებით იმუშავეს. თითოეული დამატებული დეტალი განაპირობებს იმას, რომ ამ ავტომობილის სახით მომხმარებელს ჩვენს შოურუმში დახვდება სოლიდური ტექნიკითა და მოდური დიზაინით გამორჩეული ტევადი და კომფორტული სედანი „- აცხადებენ ჰიუნდაი ავტო საქართველოში

ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ახალი Sonata ხელმისაწვდომია 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა. აგრეგატი 6-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს - ავტომობილს აქვს გადაცემების საჭიდან გადართვის ფუნქცია, მართვის 4 რეჟიმი (ეკო, კომფორტი, სპორტი, სმარტი). ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 232 ნიუტონმეტრია (4000 ბრ/წთ), მაქსიმალური სისწრაფე კი - 210 კმ/სთ.

Sonata-ს საწყისი ფასი ჰიუნდაი ავტო საქართველოში 84 140 ლარიდან იწყება და ჰიუნდაის სხვა ავტომობილების მსგავსად მომხმარებლებს მისი შეძენა, გარბენის მიუხედავად, 5 წლიანი გარანტიით შეუძლიათ.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს.

https://bit.ly/300jXvy

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა