აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

„აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი დღეს ადგილზე გაეცნენ. ისინი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან,”-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ცხელი ხაზი - 111, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს