დიეგო კოლასი - გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც შეზღუდვების დასაწესებლად, გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს

ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ელჩმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ენდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებმაც ბალანსი უნდა გამონახონ, რათა ამ საკანონმდებლო ცვლილების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს.

„ახლა ყველა ხელისუფლება ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმას, რაც დარჩა პანდემიისგან და ასევე, შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც ნორმალური ცხოვრების წესთან დაბრუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა ან საფრანგეთი, სადაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დაწესება საჭირო აღარაა, რადგან კრიზისის ამდენად მწვავედ აღარ დგას, მაგრამ არც ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებივართ ჯერ და ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს უფრო მეტად პროპორციულობისა და ამ კანონმდებლობის განხორციელების საკითხია. ამ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები არ ვიცი, თუმცა ზოგადად დემოკრატიულ სისტემას ვენდობი. ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებით კრიტიკა არის გამოთქმული, ის უნდა იყოს გამოთქმული, ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა უნდა მოისმინონ, რათა შესაბამისი ბალანსი გამოინახოს და რა თქმა უნდა მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ბალანსს იპოვიან და ასევე, განახორციელებენ მას იმგვარად, რომ არ მოხდეს ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ცნობისთვის, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დიეგო კოლასი - გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც შეზღუდვების დასაწესებლად, გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს

ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ელჩმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ენდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებმაც ბალანსი უნდა გამონახონ, რათა ამ საკანონმდებლო ცვლილების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს.

„ახლა ყველა ხელისუფლება ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმას, რაც დარჩა პანდემიისგან და ასევე, შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც ნორმალური ცხოვრების წესთან დაბრუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა ან საფრანგეთი, სადაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დაწესება საჭირო აღარაა, რადგან კრიზისის ამდენად მწვავედ აღარ დგას, მაგრამ არც ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებივართ ჯერ და ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს უფრო მეტად პროპორციულობისა და ამ კანონმდებლობის განხორციელების საკითხია. ამ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები არ ვიცი, თუმცა ზოგადად დემოკრატიულ სისტემას ვენდობი. ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებით კრიტიკა არის გამოთქმული, ის უნდა იყოს გამოთქმული, ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა უნდა მოისმინონ, რათა შესაბამისი ბალანსი გამოინახოს და რა თქმა უნდა მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ბალანსს იპოვიან და ასევე, განახორციელებენ მას იმგვარად, რომ არ მოხდეს ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

ცნობისთვის, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი