"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო

"გალფი" გთავაზობთ ტრადიციულ წამახალისებელ გათამაშებას „ჩაასხი და მოიგე!“. გათამაშება გაგრძელდება სამი თვით, 15 ივლისიდან - 6 ოქტომბრამდე და ყოველ თვე ყველას ექნება შანსი მოიგოს სამი ავტომობილი - უახლესი Toyota Rav4, ცხრა საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაკრები და ცხრა ცალი 1 ტონა საწვავის ვაუჩერი.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მარტივია. ყოველი 30 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე Gulf Club-ის ბარათზე დაგერიცხებათ ერთი ელექტრონული ბილეთი (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა). ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს, რომელიც დოლურაში მოხვდება ყველა სხვა ბილეთთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის "გალფ კლუბის" წევრი, ბარათის მიღება შეუძლია "გალფის" ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან გალფის საიტიდან ონლაინ რეჟიმში.

მიმდინარე ბილეთების ნახვა და ქულებით ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge

გამარჯვებულები გამოვლინდებიან თვეში ერთხელ, TV პირველის პირდაპირ ეთერში, 19:30 საათზე. გათამაშების დღეებია: 13 აგვისტო, 10 სექტემბერი, 8 ოქტომბერი. თითოეულ გათამაშებაზე პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 7 გამარჯვებული.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი