პროკურატურის ინიციატივით, საგამოძიებო უწყებებში სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონული სისტემის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა წარმატებით დასრულდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურის დაკვეთით და სსიპ „სმართ ლოჯიქის“ პროგრამული მხარდაჭერით შემუშავდა, სისხლის სამართლის საქმისწარმოების სფეროში დანერგილი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დაცული ელექტრონული პროდუქტია, რომლითაც პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული და საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება სარგებლობს.

„პროექტის ახალ ვერსიაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც გამომძიებლებს და პროკურორებს საშუალება ეძლევათ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ, რაც ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას.

ამას გარდა, სისხლის სამართლის სამართალწარმოების ახალი სისტემა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, უმოკლეს დროში სტანდარტებთან შესაბამისი მეთოდოლოგიითა და სიზუსტის მაღალი ხარისხით, ელექტრონულად დამუშავდეს მოცულობითი სტატისტიკური მონაცემები. სამართლებრივი თვალსაზრისით, აღნიშნული პროგრამის კოორდინაციასა და მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

ახალი ელექტრონული სისტემა გასული წლის 1-ლი ოქტომბრიდან ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურასა და ამავე რაიონის პოლიციის დანაყოფებში პილოტურად ამოქმედდა. აღნიშნული პროცესი პროკურატურის სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს