ლევან კობერიძის განცხადებით, კარგია, რომ სასამართლოს გარეშე ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევის უფლების კუთხით გარკვეული შეთანხმება მიღწეულია

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, კარგია, რომ სასამართლოს გარეშე ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესში ჩარევის უფლების კუთხით გარკვეული შეთანხმება მიღწეულია და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტში პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემურია ასევე ის, რომ აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და ამასთან, შეთანხმებული საკითხები ფურცელზე ასახული ჯერ არ არის.

„უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დახურულ ფორმატში შეხვედრები, ჩვენ შედეგებს ვიგებთ მხოლოდ კომიტეტზე, საკმაოდ დიდი პრობლემები იქმნება პროცედურული თვალსაზრისით. ყველა მთავარი პრობლემა არის ის, რომ დეპუტატებს რეალურად არ დაგვირიგდა შეთანხმებული პროექტი. დღეს უკვე სესიაზე გამოდის და მე, კომიტეტის წევრს, რომელიც დაინტერესებული ვარ ამ საკითხში დეტალურად გავერკვე, არ მაქვს კომიტეტში გუშინ შეთანხმებული ან ნაწილობრივ შეთანხმებული დოკუმეტი. რა არის საბოლოო შეთანხმება, ეს რეალურად ფურცელზე დატანილი არ არის. როგორც ვხედავ, გარკვეული მოლაპარაკებები სხვაგანაც ხდება და ამის შემდეგ არაფორმალურად გარკვეულწილად რაღაც შეთანხმება მიიღწევა ხოლმე. კარგი რაცაა ისაა, ოპოზიციის და კერძო ბიზნესის ინტენსიური პროტესტის და მწვავე განხილვების შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნეს მიღწეული სასამართლოს ნაწილში. ყველა მთავარი პრობლემა ამ კანონპროექტის არის ის, რომ სასამართლოს გარეშე შეუძლია სახელმწიფოს ჩაერიოს კერძო ბიზნესში. ნაწილობრივ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში მაინც რჩება, რაც მნიშვნელოვანია”,- განაცხადა კობერიძემ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს