ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მხარეებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე „გაზრდილი ძალადობით“ და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე გაზრდილი ძალადობით და მხარეებს მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ვიდრე კიდევ მეტი ადამიანის დაღუპვის მომსწრეები გავხდებით,“ - აღნიშნულია ედი რამას განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები სიტუაციის დეესკალაციისთვის პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმებს გამოიყენებენ.

„სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა 2019 წლის მარტში, ვენაში, მინსკის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების ეგიდით გამართული შეხვედრის დროს პირდაპირი კომუნიკაციის არხი შეიმუშავეს. რამამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ასეთ მექანიზმებს სიტუაციის დეესკალაციისთვის გამოიყენებენ“, – აღნიშნულია ეუთოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა