სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ახალციხეში გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თელავის, რუსთავისა და გორის შემდეგ ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია და საგამოცდო პროცესს ადგილზე დააკვირდა. ბიოლოგიის გამოცდას დღეს, 16 ივლისს 3250-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულს ცენტრში აცხადებენ, ცენტრი ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებულია როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო