ლუიზა ვინტონის განცხადებით, თავისუფალი გადაადგილების უფლებების დაცვას მხარს უჭერს

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, თავისუფალი გადაადგილების უფლებების დაცვას მხარს უჭერს. ამის შესახებ ვინტონიმ ჟურნალისტებს რუსულ ოკუპაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ლუიზა ვინტონი სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიში წარდგენაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ იმედოვნებს, პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს საქართველოს მონაცემთა დაცვის საერთო კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების თაობაზე.

“ვიცით, რომ ძალიან დიდი ძალისხმევითა და ბევრი საერთაშორისო უწყების მოთხოვნით და რეკომენდაციით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაემატა საგამოძიებო ფუნქციები. გაერო თავიდანვე უჭერდა მხარს ამ სამსახურის განვითარებას იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ადამიანის საერთაშორისო უფლებების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არის ჩვენს წინაშე. მომავალი საკმაოდ დიდი გამოწვევით არის აღსავსე. მიუხედავად ამ უწყების არსებობის წარმატებული ისტორიისა, მოგეხსენებათ „კოვიდის“ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი ციფრულ სივრცეში არის გადატანილი და ამიტომ ინტერნეტში მოდის გარკვეული წინააღმდეგობები. იგივე ინტერნეტში მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია და იმედია, რომ ეს სამსახური ამ პრობლემებსაც წარმატებით გაუმკლავდება. მოლოდინი გვაქვს, რომ შესრულდება კანონი, რომელიც პარლამენტში არის. ეს არის საქართველოს მონაცემთა დაცვის საერთო კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან, ევროკავშირის მოცემულობასთან დაახლოება. იმედია, მალე დამტკიცდება და ეს იქნება მაღალი დონის დოკუმენტი”,- განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა