გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთის რიტორიკა შეცვლილია და განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ  პარტნიორ ქვეყნებსაც

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მცდელობა, რომ რუსეთისადმი რაღაცა საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რასაც თავად საყოფაცხოვრებო გადაცდომებად მოიხსენიებდა ხოლმე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ვოლსკის შეფასებით, რუსეთის რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია და განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც.

„მნიშვნელოვნად შეცვლილია რიტორიკა და მაღალ პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი. აქედან გამომდინარე, შემაშფოთებელია, როცა ოკუპანტი, თავად საერთაშორისო კანონების დამრღვევი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. საოკუპაციო ხაზის დარღვევას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა. იგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს. ეს არის მცდელობა, რომ შიდა სერიოზული პრობლემები გარეთ გამოიტანოს და რუსეთისადმი რაღაცა საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რომ ვთქვათ, მონადირე დააკავეს დაღესტანში და საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა ადამიანმა. ეს განცხადებები ზედ ერთვის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებებს. ანუ პოლიტიკურ ასპექტებზე მიუთითებს მაშინ, როდესაც ეს თემები ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო გადაცდომებად ჰქონდა ადრე მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებს: აშშ-ს, ევროკავშირს და ა. შ. საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური აქციებია საჭირო ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მხრიდან რუსეთის საზღვრის, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზების გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო. განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მოუწოდებს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს