რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გახელაძის საკითხთან ერთად სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების სხვა საკითხებსაც.

„მოგეხსენებათ, ბოლო ინცინდენტის შემდგომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ გააკეთა განცხადება, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოყვა მტკიცე მხარდაჭერა სხვადასხვა დონეზე. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა გააკეთეს მხარდამჭერი განცხადებები, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ასევე, დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტისას პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხების განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე. დღეს იქნება ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე დაკავებების საკითხის განხილვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა დარსალიამ, რომლის კომენტარსაც საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხს დღეს განიხილავენ

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს