ლუიზა ვინტონი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც ჩვენ ველოდებით 2020 წელს, იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვიტონმა განაცხადა, რომ UNDP დასაწყისიდანვე მხარს უჭერს ამ ინსტიტუტს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახით არსებობდა.

ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცლებს.

„2019 წლის უდიდესი მიღწევა იყო ახალი საგამოძიებო ფუნქციის შექმნა და ამოქმედება, რასაც ვულოცავთ სამსახურს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ჩვენ მოხარულნი ვართ, ვხედავთ რა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სწორი ბალანსი დაიცვა ერთის მხრივ პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და მეორეს მხრივ, საგამოძიებო ფუნქციას შორის.

ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები იზრდება მომავალში, რამეთუ ვინც გუშინ „ტვიტერი“ შეამოწმა იცის, რომ კოვიდ 19-თან ერთად, იზრდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა კუთხით, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფო ორგანოების მიერ მომსახურების გაწევას.

შესაბამისად, ციფრული ფუნქციების გაზრდა იწვევს ახალ რისკებს პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით. ამიტომაც, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც ჩვენ ველოდებით 2020 წელს, იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება პარლამენტის მიერ, რომელიც ქართულ კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირის სტანდარტებთან.

კანონპროექტი UNDP-ს დახმარებით 2019 წელს მომზადდა და ამჟამად დამტკიცებას ელოდება და ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“, - განაცხადა ლუიზა ვიტონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო