პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

როგორც სამხარაძე განმარტავს, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვება.

"ბრალდების მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ გიორგი რურუა ატარებდა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე მან სასამართლო გადაწყვეტილება არ შეასრულა 29 ნოემბერს, როცა დავალებული იყო, ნერწყვისა და ხელის ნიმუში აეღო.

ასევე, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის მიმდინარეობისას ცნობის სახით წარმოადგინა ერთ-ერთი გამომძიებლის ტელეფონის ამონაწერის ოქმი. დაცვის მხარემ დაკითხვის ეტაპზე სადავოდ გახადა, რომ გამომძიებელი იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და სატელეფონო ანძების ამონაწერს ითხოვდა. სწორედ ეს ამონაწერი წარმოადგინა დღეს ბრალდების მხარემ და დაადასტურა, რომ გამომძიებელი ნამდვილად იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზე. ეს უბრალოდ ამონაწერია, დასკვნითი სიტყვის დროს მტკიცებულებების წარდგენა არ ხდება, ცნობის სახით მოხდა წარმოდგენა. ამონაწერს შესაბამისი ბეჭედი აქვს.

ჩვენ ვითხოვთ, რომ გიორგი რურუა ცნობილი იქნას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილების ხელისშეშლასა და შეუსრულებლობაში. მოლოდინი გვაქვს, რომ ნამდვილად გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან საკმარისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი", - აცხადებს სამხარაძე.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად