შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას აპირებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების, მათ შორის, ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ვასილ მამულაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ისინი გურამ ამირხანაშვილის, კოკო ღიბრაძის, ვახო ახვლედიანისა და იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვას აპირებენ. მამულაშვილის განმარტებით, თუკი, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

მამულაშვილის თქმით, მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს კითხვები აქვს.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც მათთვის საგამოძიებო უწყებას კითხვები არ დაუსვამს.

ადვოკატები მოწმის სახით გამოსაკითხ პირებს უწყებას დღეს გაუგზავნიან.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას აპირებენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად