სამგორის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა სრულდება. პროექტის ღირებულება 186 490 ლარია.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი დასასვენებელი სივრცე ჭიჭინაძის N1-ში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ 1 100 კვ.მ ფართობზე განთავსდება.

მათი ინფორმაციით, სკვერში საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საქანელა და საბაღე სკამები განთავსდება.

„ტერიტორია უკვე შემოიფარგლა დამცავი ღობით, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, გამოიყოფა გამწვანებული ზოლები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს. მიმდინარე წელს, სამგორის რაიონში შვიდი სკვერის მოწყობა დასრულდა, რვა პროექტი კი მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?